www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო მოედნის მენეჯერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი ქონსთრაქშენ
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სამშენებლო სფეროში მოქმედი მზარდი კომპანია "ფოლადის სახლი ქონსთრაქშენ" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სამშენებლო მოედნის მენეჯერი.

პოზიციის მიზანი: ობიექტის მშენებლობის პროცესის ხელმძღვანელობა, სამშენებლო ობიექტის დროულად და ხარისხიანად ჩაბარება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიურად მომდევნო დღისთვის საჭირო შესასრულებელი სამუშაო გეგმის შედგენა
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმების ყოველდღიური გაცნობა
** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მუდმივი კონტროლი და ზედამხედველობა
** სამშენებლო ობიექტზე მასალების მითვლა, მიღება და ბაზაში აღწერა
** სამშენებლო გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება
** დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონის მოძიება მუშის პოზიციაზე
** ყოველი თვის ბოლოს ბუღალტრისთვის სახელფასო უწყისთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება
** პროექტის მენეჯერთან ყოველდღიური რეპორტინგი
** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი
** რესურსების ოპტიმალური გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით
** სამშენებლო ობიექტზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

გუნდური მუშაობის უნარი:

** გამართული და არგუმენტირებული მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

ანაზღაურება: 2000-დან 3500 ლარის ფარგლებში, განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@poladissakhli.ge - 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო მოედნის მენეჯერი.

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |