www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე/სტაჟიორი
მომწოდებელი: დუსან ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "დუსან ჯორჯია" (Doosan Georgia) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი; პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შექმნა, კონტროლი, შენახვა, დაარქივება;
** მარაგების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზება, შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** პროგრამა 1C-ის ცოდნა სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, შეგასწავლით ადგილზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
პროგრესირებადი სახელფასო სისტემა.

შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოთი მისამართზე: vacancy@doosan.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |