www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ამწყობი ზეინკალი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში ამწყობი-ზეინკალის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საზეინკლო
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** მარტივი კვანძების და მექანიზმების აწყობა და რეგულირება;
** დეტალების საზეინკლო დამუშავება და მორგება მე-12, მე-14 ქვალიტეტებით;
** საშუალო სირთულის კვანძების და მექანიზმების აწყობა სპეციალური სამარჯვების გამოყენებით;
** ნამზადების ჭრა წნელოვანი და ფურცლოვანი მასალისგან ხერხუნის და ხელის მაკრატლის გამოყენებით;
** ნაზოლების მოხსნა;
** ნახვრეტების ბურღვა მონიშვნის მიხედვით ან კონდუქტორით, მარტივ საბურღ ჩარხზე, ან აგრეთვე პნევმატური და ელექტრული მანქანებით;
** ხრახნკუთხვილის მოჭრა შიდა და გარე ხრახნმჭრელებით;
** მარტივი დეტალების მონიშვნა;
** დეტალების და კვანძების შეერთება, წებოთი, ჭანჭიკებით და ცივად დამოქლონებით;
** აწყობილი დეტალების და კვანძების გამოცდა სტენდზე;
** უფრო მაღალი კვალიფიკაციის ზეინკალთან ერთად მონაწილეობის მიღება რთული კვანძების და მანქანების აწყობაში დეტალების მორგებით, კბილანური გადაცემების რეგულირებაში ნახაზით და ტექნიკური პირობებით მოცემული რადიალური და გვერდითი ღრეჩოების დაყენებით.

უნდა იცოდეს:

** ტექნიკური პირობები ასაწყობ კვანძებზე და მექანიზმებზე;
** მარტივი სამუშაო იარაღების დანიშნულება და დასახელება;
** დასამუშავებელი მასალების დასახელება და მარკირება;
** ასაწყობი კვანძების და მექანიზმების დაშვებების და ჩასმების სისტემა;
** დასამუშავებელი ლითონების ძირითადი მექანიკური თვისებები;
** თერმული დამუშავების და შედუღებისას დეფორმაციის აღმოფხვრის ხერხები;
** კოროზიის გაჩენის მიზეზები და მასთან ბრძოლის ხერხები;
** საკონტროლო-მზომი იარაღების და ყველაზე მეტად გავრცელებული სპეციალური და უნივერსალური სამარჯვების დანიშნულება და გამოყენების წესები;
** საპოხი სითხეების დანიშნულება და მათი გამოყენების ხერხები;
** მარტივი დეტალების მონიშვნის წესები.

სამუშაოს მაგალითები:

** მარტივი კვანძების აწყობისას შემაწყვილებელი ნახვრეტების გაბურღვა, გადაბურღვა, განშლა მე-11 მე-12 კვალიტეტით;
** აწყობისას ხრახნების მოჭრა М3-დან М12-ის ჩათვლით, გარე და შიგა ხრახნმჭრელებით. ხრახნული კალიბრებით გაკონტროლება;
** დეტალების ურთიერთჩაწნეხვა ნახაზის ზომების დაცვით;
** საზეინკლო ინსტრუმენტების ალესვა და დაყვანის ხერხები;
** ნახვრეტების ცენტრების მონიშვნა, მოცენტრვა და გაბურღვა.

მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ამწყობი-ზეინკალი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |