www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მადაგონი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

სუპერმარკეტების ქსელი "მადაგონი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"მადაგონი" საქართველოს ბაზარზე უკვე 13 წელია ოპერირებს და აერთიანებს 18 მაღაზიას და 6 რესტორანს. კომპანია აქტიურად გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და ღირებულებებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში;
** კომერციულ დეპარტამენტში რეპორტინგის პროცესების აწყობაში აქტიური ჩართულობა;
** გაყიდვების ანალიზი კატეგორიებისა და ობიექტების ჭრილში;
** სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული აქციების ეფექტიანობის ანალიზი;
** სტანდარტული და სპეციფიკური ანალიზის მოდელებისა და ანგარიშების შექმნა და წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან მოძიებული ფინანსური და კომერციული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და მონაცემების დამუშავების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია Apex პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატივიანი;
** კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები.

სამუშაო პირობები:

** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, აღმაშენებლის #89
** სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 სთ
** ანაზღაურება: კონკურენტული (გამოცდილების შესაბამისად)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: contact@madagoni.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |