www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე - ინკასატორი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

"ლიბერთი" - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას მოლარე - ინკასატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი, ქვემო ქართლის რეგიონი

ძირითადი მოვალეობები:

** ნაღდფულიანი ჩანთების/კონტეინერების/ფასეულობების ჩანთების/ბანკომატის და PAY აპარატის კასეტების, სხვა ფასეულობის მიღება/გაცემა/ გადაზიდვა/შენახვა;
** ფასეულობათა საცავში ნაღდი ფულის/სხვა ფასეულობის შეტანა/გამოტანა ჯგუფის უფროსის და განყოფილების უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ;
** ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან ინკასირებული ნაღფულიანი ჩანთების მიღება პასუხისმგებელი ინკასატორისგან და შესაბამისი საბუთების წარმოება;
** ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის ნაღდფულიანი ჩანთების გადაცემა პასუხისმგებელ ინკასატორზე და შესაბამისი საბუთების წარმოება;
** ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან ინკასირებული ფასეულობების (ოქროს) ჩანთების მიღება პასუხისმგებელი ინკასატორისგან, ოქროს საცავის კოორდინატორზე გადაცემა და შესაბამისი საბუთების წარმოება;
** ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის ოქროს საცავის კოორდინატორისგან ფასეულობების (ოქროს) ჩანთების მიღება, გადაცემა პასუხისმგებელ ინკასატორზე და შესაბამისი საბუთების წარმოება;
** შენახვაზე აყვანილი ნაღდფულიანი ჩანთების/ბანკომატის და PAY აპარატის კასეტების, სხვა ფასეულობის მორიგე მოლარე-ინკასატორზე გადაცემა/დადასტურება(ხელმოწერით და შტამპით);
** შენახვაზე აყვანილი ნაღდფულიანი ჩანთების და სხვა ფასეულობის გადაცემა პასუხისმგებელ ინკასატორზე / მოლარეზე და შესაბამისი საბუთების წარმოება;
** სებ-დან ინკასირებული კონტეინერების აღრიცხვა/ნაღდი ფულის ამოტვირთვა;
** სებ-ში შესატანი ნაღდი ფულის კონტეინერებში განთავსება/დალუქვა/კონტეინერების აღრიცხვა;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე საკასო მოდულში "პაკეტური დადასტურება";
** საკუთარი მიზეზით დაშვებულ უზუსტობასა და ბანკისთვის მიყენებულ ზარალზე მატერიალური პასუხისმგებლობის აღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მაქსიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** კომპიუტერული/საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@lb.ge 2021 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ლიბერთი ბანკისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ლიბერთი ბანკს" (ვებგვერდზე https://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ლიბერთი ბანკში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |