www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის და ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: Axis Towers
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"აქსის თაუერსი" ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას - A კლასის ბიზნეს ცენტრს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, საცხოვრებელს, გასართობ და კომერციულ ფუნქციებს. "აქსის თაუერსმა", როგორც ქალაქის მთავარმა "ლენდმარკ" შენობამ უნდა დაამკვიდროს თანამედროვე და ინოვაციური გარემო ცხოვრებისა და ბიზნესისთვის.

"აქსის თაუერსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის და ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00, 1 საათი შესვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება;
** საწყობის განლაგების დაგეგმარება;
** საწყობში მიღებული პროდუქციის დეტალურად დათვალიერება, სახეობებისა და რაოდენობების გადამოწმება;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის აღრიცხვის წარმოება და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყობში მიღება-გაცემის და ნაშთების კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია;
** დღიური მომარაგების დაგეგმვა და კონტროლი, შემოსულ მომარაგების მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის კუთვნილი დოკუმენტების და ნივთების გადატანის უზრუნველყოფა;
** ავტომობილის მუდმივად ტექნიკური გამართულობის და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციულ წვრილმან (საკანცელარიო საქონელი, საოფისე საშუალებები და ა.შ.) შესყიდვებსა და ლოგისტიკაში ჩართულობა;
** ყოველდღიურად კუთვნილი ავტომობილის კილომეტრაჟის დეტალური რეესტრის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გაგზავნა.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა საწყობში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების Word და Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ინვენტარიზაციის ჩატარების ცოდნა;
** სავალდებულოა პირადი ავტომობილის ყოლა და B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** სასურველია ერკვეოდეს ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებში;
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, იყოს ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, ემპათიური, კეთილსინდისიერი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე hr@axistowers.ge არაუგვიანეს 2022 წლის 05 თებერვლისა.

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |