www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Barnovi Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო "Barnovi Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის (დილის საუზმისთვის) პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ადგენს და მართავს საოპერაციო ბიუჯეტს;
** პასუხისმგებელია სამზარეულოსა და საკუჭნაოზე;
** უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების ტრეინინგს და მეთვალყურეობას უწევს მათ განვითარებას;
** უზრუნველყოფს, რომ ყველა პოზიცია დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით;
** მონაწილეობს ყველა სახის მენიუს შედგენაში;
** ურთიერთობს სტუმრებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კოლეგებთან;
** ადგენს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკს
** უზრუნველყოფს, რომ დაცული და შესრულებული იქნეს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები;
** შეიმუშავებს თანამშრომელთა კვების განრიგს და თანამშრომელთათვის გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს;
** ყოველდღიურად ატარებს მინიმუმ 15 (თხუთმეტი) წუთიან შეხვედრებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

პროფესიული გამოცდილება:

** სასურველია, საერთაშორისო/ადგილობრივ ბრენდულ სასტუმროში, შეფ მზარეულის ან შეფ მზარეულის თანაშემწის თანამდებობაზე
** აუცილებელია საერთაშორისო სასტუმროს ან სარესტორნო ბიზნესში, სამზარეულოს მართვის კუთხით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** კომუნიკაბელური
** ენერგიული
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** მოტივირებული
** მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული
** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარების მქონე
** გუნდური მუშაობის უნარის ქონა

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბარნოვის ქ. N10

თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Barnovihotel@gmail.com - დანიშნულებაში ჩაწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"Barnovi Boutique Hotel" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |