www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, KYMCO-ს, AGV-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 90-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას, მათ აქსესუარებს, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს, ინვენტარს სპორტისა და გართობისათვის.

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების სპეციალისტის (მებაღეობის მიმართულება - Husqvarna, Gardena და ა.შ.) პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტების კარგად შესწავლა;
** პროდუქტების ეფექტურად წარმოდგენის უნარი;
** მომხმარებლის მოსმენა, მისი საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების ხარისხიანად მიწოდება;
** მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (საჭიროების შემთხვევაში);
** პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განთავსებული პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა ადგილზე კომპანიის წარმოდგენით და მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტების აქტიური შეთავაზებით;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** გამართულად წერის/მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2021 წლის 31 იანვრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ გაყიდვების სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |