www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინკუბატორის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (https://www.chirina.ge/) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინკუბატორის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინკუბატორში შემოსული კვერცხის მონიტორინგი
** ფერმებიდან შემოსული კვერცხის დახარისხება და გატეხილი, დაბზარული, ჭუჭყიანი, დეფორმირებული, თხელნაჭუჭა, პატარა წონის, დიდი წონის გამოწუნება.
** დახარისხებული კვერცხის თაფხებზე დალაგება და შესაბამის საწარმოო ზონაში შეტანა
** წიწილის დახარისხება და არაკონდიციური წიწილის გამოწუნება
** საწარმოო ზონის, საჩეკი კარადების რეცხვა/დეზინფექცია სანიტარული დამუშავება
** ინკუბატორიდან გამოტანილი კვერცხის გალანდვა და გაუნაყოფიერებელი კვერცხის გამოწუნება
** ინკუბატორში მიმდინარე ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება

აუცილებელი უნარები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** მართვის მოწმობის ქონა

აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 10 თებერვლამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |