www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ევრო ინვესტი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტებიდან შეკვეთის მიღება;
** შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/შემოწმება წინასწარ განსაზღვრული წესების და სტანდარტების მიხედვით;
** შეკვეთების შესაბამის პროგრამაში ასახვა და მიმწოდებლებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა/კონტროლი;
** შემოსავლების გვერდზე ელექტრონული ზედნადებების კონტროლი (კორექტირება/უკან დაბრუნება, შიდაგადაზიდვა გამოწერა/კონტროლი);
** ელექტრონული ანგარიშფაქტურების გამოწერა (ზედნადებების მიხედვით);
** კომპანიაში დანერგილი გაყიდვების პროგრამაში მონაცემების დამუშავება (პროდუქციის დასახელების დამატება, რაოდენობრივი კონტროლი, ფასმაჩვენებლების ცვლილება/კონტროლი);
** პროდუქციის ფასმაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვარკეთილი, კაიროს ქუჩა 13ა

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "HR მენეჯერის", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |