სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას შერჩევისა და ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სავალდებულოა ამ მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიების შესაბამისად ყველა საძიებო საიტზე განცხადებების განთავსება;
** რეზიუმეების გადარჩევა, შეხვედრების ჩანიშვნა;
** გასაუბრებების ჩატარება და შერჩეული კანდიდატების სტაჟირებაზე გადამისამართება;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და შესრულებაში ჩართულობა;
** თანამშრომელთა და კანდიდატთა სარეზერვო ბაზის წარმოება;
** ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება;
** კომპანიის პროცედურების ამსახველი და სხვა ადმინისტრაციული ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დეპარტამენტის დოკუმენტებისა და სხვა საინფორმაციო ბაზების წარმოება და სისტემატური განახლება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების დანერგვასა და შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** დეპარტამენტის სხვა ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:30 სთ;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr@chita.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!