www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია "აპტოსი" ეძებს მარკეტინგული პროექტების მენეჯერს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გლობალური სტრატეგიის მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის სტრატეგიის შექმნასა და დანერგვაში ჩართულობა;
** ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის მართვა;
** საპრომოციო, ბეჭდური მასალების კოორდინირება და მართვა;
** ღონისძიებების მართვა-კოორდინირებაში ჩართულობა (კონგრესები, კონფერენციები…);
** შეთანხმებული გეგმის მიხედვით სარეკლამო კამპანიების შექმნაში მონაწილეობის მიღება და მართვა;
** კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულება და ბრენდის მესიჯის ადრესატამდე მიტანის უზრუნველყოფა;
** პროდუქტის განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო მედია არხების კონტროლი და მონიტორინგი (ბეჭდური, ციფრული...) ;
** კომპანიის დასწრების უზრუნველყოფა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე და კონგრესებზე;
** შიდა მარკეტინგის და ორგანიზაციული კულტურის კოორდინირება.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია პროექტების მართვის მიმართულებით გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, გ.ამილახვრის ქ.#15

ჩვენ გთავაზობთ:

კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 28 მაისამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |