www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას ქ. მცხეთაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

"3D Painter" ამზადებს სუვენირებს და ჯილდოებს. მაღალი ხარისხის კრისტალებში შეგვიძლია ნებისმიერი 2D ან 3D ნახატების ჩახატვა (კომპანიის ლოგო, ფოტო, ფრაზა). პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჯილდოებისთვის ან საჩუქრად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია Adobe Photoshop-ის და Corel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფოტოების დამუშავება;
** დიზაინის შექმნა სპეციალურ პროგრამაში (შეისწავლის ადგილზე);
** დიზაინის მომზადების პროცესში კრეატიული იდეების მოძიება და კლიენტისთვის შეთავაზება.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული აზროვნება;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური.

სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ხელფასი:800 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: 3dpainter.hr@gmail.com და სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |