www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.
კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საინტერესო და დინამიური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰიპერმარკეტების, საწყობების და სხვა შენობა-ნაგებობების მოვლა პატრონობა, კაპიტალური შეკეთების, მშენებლობა რემონტის და სხვა სამუშაოების დაგეგმვა, საქმეთა წარმოება, ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების და მითითებების მიცემა და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
** სამუშაოებისათვის აუცილებელი მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორის კონტროლი და შესყიდვების პროცესის დაგეგმარება, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა, ხარჯების ოპტიმიზაცია;
** შენობა ნაგებობების, ტექნიკა დანადგარების მოვლა-პატრონობის, შემოწმებისა და აღრიცხვის ფორმების ჟურნალების წარმოების უზრუნველყოფა;
** დაგეგმილ სამუშაოთა წარმოებისთვის შემსრულებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, შესრულებული სამუშაოების ანგარიშგებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** წინარე სამუშაოების გეგმარება ბიუჯეტირება, სატენდერო წინადადების მომზადება, ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების, ყოველდღიური რეპორტების, ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებული;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: recruit@gorgia.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |