კომპანია "მადარტ დელივერი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 350 ლარი
სტაჟირების პერიოდში, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება შეისწავლოს და აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა HR პროცესებში, როგორც ადმინისტრირების, ასევე შერჩევის მიმართულებით!
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!