www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: L’occitane
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "ლოქსიტანი" დაარსდა L`Occitane EN Provence, 1976 წელს. ბრენდი აწარმოებს ბუნებრივი, ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს.

"ლოქსიტანი" მსოფლიო ბაზარზე კოსმეტიკურ ინდუსტრიაში ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი ბრენდია. საქართველოს ბაზარზე "ლოქსიტანის" ბრენდი წარმოდგენილია 2012 წლიდან. "ლოქსიტანის" ბრენდის მაღაზია იწვევს დაინტერესებულ გოგონებს და ბიჭებს კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 40
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 550 ლარი ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** თაროების პროდუქციით შევსება;
** პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების დაკვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა.
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული, ორგანიზებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: m.tenieshvili@luxart.ge და გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |