www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სასტუმრო "Episode Hotels" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული მასალის აღრიცხვა კომპანიაში მოქმედი პროცედურის მიხედვით. მასალის დალაგება ოპტიმალურად;
** საწყობების ინვენტარიზაციის პროცესების კონტროლი;
** მიღებულ პროდუქციაზე (მის რაოდენობაზე) პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის შენახვისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** სახარჯი მასალების მოთხოვნა-გახარჯვის კონტროლი;
** სასაქონლო მარაგების ვადების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გემრიელ და ჯანსაღ კვებას.

ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითეთ -  საწყობის თანამშრომელი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 1 ივლისი, 2022.

 რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |