www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ლიტვური საცხობი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

"ლიტვური საცხობი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
** პარტნიორებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ანალიზი;
** მარკეტინგული გეგმების/სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი;
** ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:00 (ორშაბათი-პარასკევი).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litvuri@gmail.com და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული მენეჯერი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |