სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
** გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
** ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
** შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
** შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
** გასცეს გაყიდული საქონელი;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი - სრული;
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2022 წლის 14 აგვისტო.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი თბილისი"
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.