შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზებულია სამი მიმართულებით:
** წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
** არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
** გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
ვაკანსია: სერვისის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
10:00 - 14:00 (შაბათი)
ანაზღაურება: 2000 ლარი (დარიცხული)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვების, ლოგისტიკისა და საბაჟო პროცედურების სრული ციკლის მონიტორინგი;
** კომპანიის კუთვნილი სასაწყობე მეურნეობის, ელექტრო სისტემების, მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** სერვისის მომსახურების ჯგუფის მიმდინარე სამუშაოების მართვა, ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი;
** დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვა და საჭირო საშტატო განრიგის განსაზღვრა;
** დეპარტამენტის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება და ხარჯების ბიუჯეტირება;
** დაქვემდებარებულთათვის ამოცანების, გეგმების დადგენა და თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან, სამუშაო პროცესის განვითარების მიზნით;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირება;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერულ წინსვლას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას.
** კონკურსის ეტაპები:
** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სერვისის მენეჯერი".