www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეალიზაციის ოპერატორი
მომწოდებელი: ნიუ პრო
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

ხილ-ბოსტნეულისა და პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია შპს "ნიუ პრო" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის ოპერატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** დისტრიბუტორებისგან შეკვეთების მიღება, პროგრამულად ასახვა, შესაბამისი რეალიზაციის შექმნა და გააქტიურება RS.GE-ზე. საჭიროების შემთხვევაში რეალიზაციის კორექტირების შესრულება;
** უკან დაბრუნებების სისწორის კონტროლი, მათი ასახვა როგორც პროგრამულად, ასევე გააქტიურება RS.GE-ზე;
** ფასების პროგრამაში ასახვა და მუდმივი კონტროლი;
** ახალი კონტრაგენტების დარეგისტრირება;
** მარაგების პროგრამული კონტროლი;
** ყოველი დღის ბოლოს საბუღალტრო პროგრამისა და RS-ის ერთმანეთთან შედარება;
** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკური მიმართულებით;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მათემატიკური/ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ანდრონიკაშვილის ქ. 151

სახელფასო განაკვეთი: 600-900 ლარი გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: natiaqeme@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 306 244



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |