www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებლებთა მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: Scroll
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

"სქროლისა" და "ქარის" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთა მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სქროლი არის ქართული სტარტაპი, რომელმაც მიზნად დაისახა ქალაქებში სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება. ქარი მრავალმიზნობრივი ბრენდია, რომელიც მოიცავს ელექტრო მოპედების / მანქანების საზიარო სერვისს და ონლაინ ჟურნალს.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა და ენერგიულ აპლიკანტს, რომელიც შეძლებს წარმოქმნილ ტექნიკურ პრობლემებზე დროულ რეაგირებას და ამომწურავად გასცემს პასუხს ჩვენი მომხმარებლების შეკითხვებს, დაეხმარება მათ პრობლემების გადაჭრაში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მხარდაჭერის სამსახურში დაფიქსირებული მოთხოვნების/ინციდენტების რეგისტრაცია, კონტროლი მის დროულ შესრულებაზე და დახურვა მისი მოგვარების/შესრულების შემდეგ;
** შესაბამისი რეაგირების მოხდენა ტექნიკურ პრობლემასთან დაკავშირებით;
** მომხმარებლების პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება;
** შეტყობინებების აღრიცხვა და მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Android & iOS მოწყობილობების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენების გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: work@qari.eco და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი".

ჩვენს შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.qari.co | http://www.scroll.eco

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |