www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებგვერდის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ლიდი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

კომპანია "ლიდი" აცხადებს ვაკანსიას ვებგვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე ტექნიკის ონლაინ გვერდის (carrot.ge) სამართავად. კომპანია ეძებს მუდმივ თანამშრომელს სრულ სამუშაო განაკვეთზე პირველი ექვსი თვე გამოსაცდელი ვადით

ხელფასი: 500 ლარი
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 106
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან 18:30 საათამდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მომავალი გუნდის წევრს აინტერესებდეს ტექნიკა, ერკვეოდეს თანამედროვე ტენდენციებში და უყვარდეს ადამიანებთან კომუნიკაცია.

კომპანიის ბენეფიტები:

** ახალგაზრდა გუნდი და სასიამოვნო სამუშაო გარემო ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად;
** კორპორაციული ტრანსპორტი სამსახურებრივი მიზნებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევა გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლებთან ურთიერთობა, მათი პროდუქციის მუდმივი განთავსება და საჭიროებისამებრ განახლება ქეროთის საიტზე (carrot.ge);
** საიტზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საიტზე ფასების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ტრენდული და აქტუალური პროდუქციის განსაზღვრა და დამატება;
** საიტის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საჭირო ცოდნა და გამოცდილება:
** სოციალური მედია არხების საბაზისო ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი და ორგანიზებულობა;
** მოქნილი და ცვლილებებისათვის ღია;
** აქტიური, კარგი კომუნიკაციის უნარებით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე ani_nikolaishvili@lead.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ვებ ადმინისტრატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |