www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფიზიკური პირების მრჩეველი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"პროკრედიტ ჯგუფი" პასუხისმგებლობიან საბანკო მომსახურებას უწევს მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. თითოეული ქვეყნის სპეციფიკიდან და განვითარების ეტაპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს. თუმცა, პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით არსებობს ორი ძირითადი მიდგომა, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა მასში შემავალი ყველა ქვეყნისათვის, ესენია: ბანკის ბიზნეს ფილოსოფია და საკადრო პოლიტიკა.

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ვცდილობთ, ჩვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ და მათ კომპლექსური, გამჭვირვალე და საუკეთესო ხარისხის საბანკო მომსახურება შევთავაზოთ. ამაში კი მნიშვნელოვან როლი ჩვენს კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრებს აკისრიათ . საკადრო პოლიტიკა ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და არსებული თანამშრომლების მსგავსად მათ პროფესიულ განვითარებას.

ვაკანსია: ფიზიკური პირების მრჩეველი

სამუშაოს აღწერა:

** ფიზიკური პირების პორტფელთან მუშაობა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, სატელეფონო ზარების განხორციელება;
** მოზიდვის მიმართულებით მუშაობა, პროდუქტების შეთავაზება და სტრატეგიული რჩევების მიცემა
** კლიენტის გადამხდელუნარიანობის შეფასება, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების ანალიზი;
** შედეგების ანალიზი, პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** პორტფელის ხარისხის კონტროლი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (>B2);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კონსულტაციის გაწევის და კლიენტის დარწმუნების უნარი;

შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ "პროკრედიტ ბანკის" ინტეგრირების პროგრამა.
ინტეგრირების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ შემდეგ ბმულზე:
https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=db2e4855cc4f061060c1bee68f87d661

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |