www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამა
მომწოდებელი: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი" გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ სასერტიფიკატო პროგრამას.

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე
სწავლის ღირებულება: 1450 ლარი (საფასურის გადანაწილება შესაძლებელია სამ თანაბარ ნაწილად)
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი ან პროფესიული განათლება

სრული აკრედიტებული პროგრამა არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების არანაკლებ 230 საათიანი პროგრამა, რომლის დასრულებისა და სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებად საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თეორიული ნაწილი ჩატარდება ქ. თბილისში შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი N53ა, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მსმენელები განახორციელებენ სამუშაო ვიზიტებს ხუთი ძირითადი მიმართულებით შესაბამის პრაქტიკის ობიექტებზე (მომსახურების სფერო, სამედიცინო სფერო, სამშენებლო სფერო, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა).

** სწავლის პროცესში მსმენელები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი ყველა საჭირო მასალითა და ლიტერატურით
** წარჩინებული მსმენელებისთვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ სასერტიფიკატო გამოცდას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას
** მსმენელები შეძლებენ ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით, კომპიუტერული ოთახებითა და უნივერსიტეტის სპორტული დარბაზით

პროგრამის სილაბუსი:

** შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი"
** "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი
** ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით
** საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა
** საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
** პროფესიული დაავადებები - პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
** ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
** ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
** საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
** ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
** შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები
** უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში
** გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა
** გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში
** ტვირთის გადატანა
** სიმაღლეზე მუშაობა
** აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები
** შრომის უსაფრთხოება მანქანა - დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას
** ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები
** სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
** პირველადი სამედიცინო დახმარება
** შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
** შრომის უსაფრთხოება სამთო მოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
** შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
** შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში
** შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში

სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:

** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას.
** საფრთხეთა იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებას და მართვას.
** ინციდენტების მოკვლევის მეთოდოლოგიას და სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზს.
** ობიექტების ინსპექტირებას.
** სამუშაო სივრცეში ინციდენტების მოკვლევის მეთოდოლოგიას და სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზს.
** შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრაცია ნოემბრისა და დეკემბრის ჯგუფებში, პროგრამაზე სასწავლო პროცესი ახალ ჯგუფებში განახლდება პერიოდულად.

პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ 3 თვის განმავლობაში დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და დასაქმდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებსა და მეილებზე:
574120972; 032 225 00 77; 551 48 00 05
Safety@sangu.edu.ge; info@sangu.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ:გვერდზე: https://sangu.edu.ge/geo/home



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |