www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების კონსულტანტი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

"კრედო ბანკი" 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისცენტრში შემოსული კლიენტების დახმარება და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** კლიენტებისა დახმარება სწრაფი გადახდის აპარატებთან;
** სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
** სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი, აღრიცხვა და შეკვეთა;
** სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის მონიტორინგი, დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
** კლიენტის პერსონალური მონაცემებისა და ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ეფექტური ზეპირი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** აუცილებელია კომუნიკაბელურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** განვითარების მაღალი მოტივაცია;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დინამიკურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://www.careers-page.com/jsc-credo-bank/job/L3WXX3XV/apply

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 1 დეკემბერი, 2022 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |