კომპანია "ნოსტე" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ავტოპარკისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების (ავტოპარკის) ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი
** ავტოპარკის რეგულარული აღრიცხვა/კონტროლი;
** გეგმური სამუშაოების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი
** ავტომობილის რეცხვის/დეზინფექციის გრაფიკების შედგენა და კონტროლი;
** მანქანების მოძრაობის კოორდინირება
** სახელოსნოებთან მოლაპარაკების წარმოება
** ავტომობილების შეკეთების კონტროლი
** ავტომობილების სარეალიზაციოდ გამზადება
** ავტომობილის პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკების წარმოება;
** დისტრიბუციისთვის შესაბამისი მარშრუტების განსაზღვრა/დაგეგმვა
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა (С კატეგორია ჩაითვლება უპირატესად)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრობლემების მყისიერი გადაწყვეტის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: კასპის რაიონი სოფელი კავთისხევი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
ხელფასის ოდენობის განსაზღვრა მოხდება მხარეთა შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@gpp.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!