შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
** მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მონაცემთა ბაზაში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** გასაუბრება
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ოპერატორი.