OK! MAGAZINE.GE აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე.
28 იანვრამდე გამოაგზავნეთ CV, სამოტივაციო და თქვენს მიერ დაწერილი სტატიის ბმული ელ.ფოსტაზე info@okmagazine.ge
სამუშაოს აღწერილობა:
** საიტისთვის/ჟურნალისთვის საინტერესო ქართული კონტენტის მოძიება, კვლევა და მონიტორინგი.
** ქართული შოუ-ბიზნესის, მოდის, კინოსა და თეატრის, ლიტერატურის და ზოგადად ხელოვნების სფეროში მომხდარი სიახლეების შესახებ სტატიების წერა.
** თანამედროვე ცხოვრების სტილზე საინტერესო სტატიების წერა - მოგზაურობა, გასტრონომია, მოდა, ტექნიკა, მედიცინა, თავის მოვლა, ჯანმრთელობა.
** ქართველ ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუების ჩაწერა და მათი განთავსება სოც ქსელში.
** რედაქტორის მიერ მოცემული მასალის გაშიფვრა, დამუშავება და სტატიად ქცევა.
ხელფასის დიაპაზონი გამოცდილების შესაბამისად 600-1500 ლარი.
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.