ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სასადილოში დიასახლისის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი
გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, დილის 11 საათიდან 18:00 საათამდე
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group-ის" წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
** სასადილოს კვების სივრცეში სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** სამზარეულოს ჭურჭლის გარეცხვა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია დაგვირეკოს შემდეგ ნომერზე 595091132 ან გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "დიასახლისი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 16.02.2022