"Universal Transit" წარმოადგენს ამერიკული ლოჯისტიკის ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტვირთების (ავტომობილების) გადაზიდვა (dispatching) ამერიკის ტერიტორიაზე - განხორციელებული გადაზიდვის 100% მონიტორინგით.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 16:00-01:00
სახელფასო ანაზღაურება (NET):
** პირველი თვე (ანაზღაურებადი ტრენინგი): 1200-1500 ლარი
** მეორე თვე: 2000-2900 ლარი
** მესამე თვე: 2500 - 4000 ლარი
შენიშვნა: როგორც ფიქსირებული სახელფასო განაკვეთი, ასევე ბონუსი დამოკიდებულია დისპეტჩერის პროფესიონალიზმზე. გაითვალისწინეთ: ანაზღაურების ზედა ზღვარი არ არსებობს!
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** ამერიკის ტერიტორიაზე არსებული ტვირთების მოძიება სპეციალური Load board-ებიდან;
** ტვირთთან დაკავშირებით შუამავალ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთების აღება (შესაბამისი Load board-ებიდან, ტელეფონით, e-mail-ით);
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook).
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის ადგილზე შესწავლას;
** ანაზღაურებად ტრენინგებს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კორპორატიულ დაზღვევას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@universaltransit.us და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დისპეტჩერი".