www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" (ყოფილი "ემბრიოტოქსი") დაარსდა 2007 წელს და ამ მოკლე პერიოდში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება: ორსულობისათვის მომზადება, ორსულობის მეთვალყურეობა და მშობიარობა.

სამუშაო აღწერილობა:

** ახდენს პაციენტებთან, როგორც წერილობითი ფორმით (ოფიციალური მეილებით, ასევე სოციალური მედიით. ტელეფონით და პირისპირ) კომუნიკაციას, ინიშნავს მის საჭიროებებს და მკურნალობის პერიოდში მეთვალყურეობას ახორციელებს.
** ამზადებს ხელშეკრულებებს ინდივიდუალურად და პასუხისმგებელია ადმინისტრაციულ ნაწილში პაციენტების მოთხოვნების შესრულებაზე.
** ახდენს სამედიცინო ისტორიების გახსნას, შევსებას, დაკომპლექტებას სათანადო საბუთებით და აღრიცხვას

მოთხოვნები:

** განათლება: ჯანდაცვის მენეჯმენტი ან მომიჯნავე სფეროს კურსდამთავრებული.
** ენები: ინგლისური, (C1) რუსული (C1) დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office Word, Excel, Powerpoint)
** სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო არ არის

დამატებითი უნარები:

** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური

სამუშაო გრაფიკი; სრული, საწყის ეტაპზე სტაჟირება (1 თვე)
ანაზღაურება: სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შეთანხმებით, (ფიქსირებული + ბონუსი)
მის: თბილისი. თბილისი, ლიუბლიანას 13ბ/ჭიაურელის 6

https://clinicuniverse.com/

გთხოვთ, CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: universegeorgia11@gmail.com, სათაურით "CV Assistant".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |