"სფიქაფი" არის უცხო ენის სასწავლო ცენტრი, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2016 წლიდან და მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, სახალისო და ინტერაქტიულ გაკვეთილებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ჩვენი ვებგვერდი: www.speakup.ge
ამჟამად ვეძებთ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს ხალისიან გუნდს ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი.
** ვაკანსია ვალიდურია: 2023 წლის 14 აპრილამდე.
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მოთხოვნები:
აუცილებელია:
** მინ. 1 წლიანი გამოცდილება ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე;
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მზადყოფნა, მინიმუმ 1 წლიანი თანამშრომლობისთვის;
** იმუშაოთ მინიმუმ 5 ჯგუფთან. (ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები. (- დონე A1 - C1)
** იმუშაოთ მინიმუმ 1 საღამოს ჯგუფთან. (ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები. (- დონე A1 - C1)
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები Google sheet, Google doc, Google Drive - სამომხმარებლო დონეზე;
** ZOOM, Microsoft Teams, Google Meet სასწავლო პლატფორმების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ტექნიკურად გამართული ლეპტოპი.
მიენიჭება უპირატესობა:
** თუ თქვენ გაქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
** საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებას;
** რუსული ენის სწავლების გამოცდილებას;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას;
** ბიზნეს ინგლისურის სწავლების გამოცდილებას;
** IELTS - სწავლების გამოცდილებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** სპეციალურ ტრენინგებს, არსებული სასწავლო პროგრამის ადაპტაციისთვის;
** სწავლებისთვის საჭირო ყველა პირობას;
** თბილ და მეგობრულ გარემოს;
** სამუშაო პირობების შრომის კოდექსთან აბსოლუტურ შესაბამისობას.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი ჯგუფზე; (ჯგუფების რაოდენობის მიხედვით)
** ბონუსური სისტემა
** სახელფასო ზღვარი: 1000 - 2000 ლარი
როგორ ხდება მიღება:
** გასაუბრება, რეზიუმეს მოთხოვნებთან შედარება
** თქვენ უნდა ჩაატაროთ საცდელი გაკვეთილი
** 3 თვიანი საცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, გავაფორმებთ 1 წლიან კონტრაქტს
** საცდელი პერიოდი სრულად ანაზღაურებადია
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და პიროვნული უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@speakup.ge
მოთხოვნებთან შეუსაბამო რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!