შპს "კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის აგენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბაღდათი, კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ზარების მიღება/პასუხი სტუმრის ქართულ/ინგლისურ ენაზე;
** ინფორმაციის მიწოდება კურორტთან დაკავშირებით (ადგილები/ფასი/აქცია/ამინდი/სერვისი/ და სხვა) სტუმრის სასაუბრო ენაზე, თუ არ ფლობს ინფორმაციას ამისამართებს სათანადო დეპარტამენტში;
** ჯავშნების შეყვანა ინდივიდუალური/ჯგუფური;
** ჯავშნების გადამოწმება;
** ინვოისების / დასტურის წერილების გადაგზავნა;
** შეუძლია გადაამოწმოს დარიცხვები (თვითონ არ არიცხავს/მხოლოდ ფინანსებთან შეთანხმებით);
** აწარმოებს საქმიან მიმოწერას (ფოსტა/ფეისბუკი/ბუკინგი/ნებისმიერი სხვა ონლიან საიტი ან საშუალება კლიენტის ენაზე);
** ამოწმებს ჯავშნებს შემოსული ნებისმიერი საიტიდან და შეჰყავს პროგრამაში;
** ჯავშნების მიბმა PM (ფინანსურ ექაუნტზე), თუ რა არის წინასწარ მიბმული;
** ამოწმებს ანგარიშს და კომისიას, სტუმრების კომენტარებს, აწარმოებს სხვა საქმიანობას რომელიც დაკავშირებულია ონლაინ საიტებთან;
** აწოდებს მოთხოვნისამებრ რეპორტებს სხვადასხვა დეპარტამენტებს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
უნარ/ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროისა და საქმის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდურობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა;
** პოზიტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge.
შპს "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!