www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სანგრევი სანტექნიკოსი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას სანგრევი სანტექნიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** ონკანის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
** უნიტაზის, ნიჟარის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
** წყლის/კანალიზაციის შიდა წერტილის შექმნა;
** ხრახნის მოჭრა რკინის მილზე;
** ​კომპრესორით მილების გაწმენდა;
** სუფთა წყლის, კანალიზაციის, ცენტრალური რკინის, პლასტმასის მილის შეკეთება/შეცვლა - ღია/დახურულ მდგომარეობაში;
** ცენტრალური ვენტილის შეკეთება/შეცვლა ღია/დახურულ მდგომარეობაში;
** სუფთა წყლის მონაკვეთის შეცვლა რკინის, პლასტმასის მილზე ღია/დახურულ მდგომარეობაში;
** წყლის მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი;
** დაზიანებული მონაკვეთის პოვნა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა/კოლეგიალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ, ყოველთვიურ სტაბილურ ანაზღაურებას;
** ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** კორპორატიულ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიზავნეთ CV/რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა # 24

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |