www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე
მომწოდებელი: ტერაბანკი
თანდართული ფაილი: 81705_terabank_tender_9712231.zip
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ნოემბერი

სს "ტერაბანკი" აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

** შევსებული ფასთა ცხრილი(იხ. თანდართული ფაილი)(ღირებულება უნდა იყოს მოცემული ყოველთვიური ფიქსირებული გადახდით ობიექტების მიხედვით, გადასახადების ჩათვლით);
** კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
** მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
** შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
** საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

მომსახურე კომპანიასთან ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოდ სს "ტერაბანკ"-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს "ტერაბანკი"-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

** კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
** ტენდერის დასახელება - "ტენდერი დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. "
** ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 9 ნოემბერი 18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2060). მობ: 595110174

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |