www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპრეს პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 ნოემბერი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ექსპრეს პროდუქტების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თელავი.

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ჰყავს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, "კრისტალი" ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალი" პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება `B`/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, "კრისტალი" საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და "მელიორა 2018"-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, "კრისტალი" პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: http://ir.crystal.ge/

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
** კომპანიის ცნობადობის გაზრდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საშუალო ან პროფესიული განათლება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახული და ენერგიული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

განცხადების განხილვის შედეგად შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |