"ჯორჯიან მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის 26
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ხელფასი: 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან %
ძირითადი მოთხოვნები:
გამოცდილება:
** გამოცდილება ავტოსერვისში;
** ავტო კატალოგებში მუშაობის გამოცდილება;
** სფერო: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება.
ენების ცოდნა:
** ქართული;
** რუსული;
** ინგლისური.
უნარები:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** პროდუქციის სასაწყობო ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: gm.georgianmotors@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი" - წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.