www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს მრჩეველი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 2 მარტი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის, აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს მრჩეველის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი-სამგორის რეგიონი.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო პროდუქტების გაყიდვა და გაფორმება;
** ფილიალებში/სერვის-ცენტრებში საკრედიტო საქმიანობის წარმართვა;
** იზრუნოს ინდივიდუალური პორტფელის გაზრდაზე;
** იზრუნოს გეგმის სისტემატურ შესრულებაზე,
** უზრუნველყოს კლიენტის მოძიება და საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება, როგორც ბანკის შიდა ტერიტორიაზე, ასევე ბანკის გარეთ და სატელეფონო კომუნიკაციით;
** გაუწიოს კლიენტებს კონსულტაცია საკრედიტო პროდუქტების არჩევაში;
** აწარმოოს კლიენტებთან წინასწარი ინტერვიუები მათ მიერ მოთხოვნილი საკრედიტო პროდუქტის მიხედვით;
** უზრუნველყოს საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენი პროექტის სრულყოფილად მომზადება;
** იზრუნოს საკრედიტო პორტფელის მონიტორინგზე, გაცემული სასესხო პროდუქტების გეგმიურ დაფარვებზე;
** იზრუნოს, ჯვარედინ გაყიდვებზე და შესთავაზოს კლიენტებს, ყველა მასზე მორგებული პროდუქტი. უზრუნველყოს კლიენტის პაკეტური მომსახურება;
** უზრუნველყოს კლიენტის გადამისამართება არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების და მომსახურების ნაწილში, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განახორციელოს კლიენტთან ადგილზე ვიზიტი, როგორც გაყიდვების კუთხით ასევე მომსახურების კონტროლის მიზნით;
** უზრუნველყოს საკრედიტო პროდუქტების და გარე გაყიდვების აქციაში მონაწილეობა;
** უზრუნველყოს შესრულებული დავალების რეპორტინგი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია).

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები;
** დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მიზანდასახულობა;
** განვითარების სურვილი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ემოციური წონასწორობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრინციპულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 20201 წლის 2 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის და ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |