www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 21 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების მწარმოებელი ქართული კომპანია. 25 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

"აპტოსს" ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

"აპტოსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. "აპტოსის" ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

კომპანიის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღასა და ბერლინში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

კომპანია "აპტოს"-ი ეძებს ციფრული პროდუქტების მენეჯერს, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება ციფრული პროდუქტების შექმნის და დანერგვის პროცესის კოორდინაცია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული პროდუქტების ჭრილში მსოფლიო ტენდენციების შესწავლა, მათი Aptos-სის ციფრულ პროდუქტებზე მორგება-დანერგვის შეფასება და რესურსების განსაზღვრა. პროდუქტის კომერციული მომგებიანობის (Feasibility Study) დამზადება.
** ციფრული პროდუქტის სპეციფიკაციების, განრიგის და ბიზნეს მოთხოვნების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა.
** ციფრული პროდუქტების შექმნის და დანერგვის პროცესის კოორდინაცია.
** არსებულ ციფრულ პროდუქტებში ახალი მიმართულების განვითარება და დანერგვის პროცესის უზრუნველყოფა.
** არსებულ ციფრულ პროდუქტებზე ახალი მოდულების და სერვისების დამატების ინიცირება; იმპლემენტაციის პროცესის მართვა.
** ციფრულ პროდუქტებთან დაკავშირებით რეპორტების წარმოება და ჩატარებული აქტივობების შესახებ ანალიზის მომზადება.
** ტენდენციების შეფასების მიზნით, დანერგილი ციფრული პროდუქტების მაჩვენებლების რეპორტინგი.
** ციფრული პროდუქტების დეველოპმენტში ჩართული სპეციალისტების კოორდინაცია და მათი სამუშაოების შედეგიანობის წარმოება.
** ციფრული პროდუქტების დიზაინისა და ფუნქციონალის ცვლილების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
** საერთაშორისო ბაზარზე პარტნიორების შერჩევა და მათთან თანამშრომლობა/პროექტების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

ვაკანტური პოზიცია არის სრული განაკვეთით, სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი; 9:30სთ-დან 18:00სთ-მდე.

ჩვენ გთავაზობთ კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით, ფასდაკლებას კომპანიის მომსახურებებზე და პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, 16 აპრილამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში ("subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ციფრული პროდუქტების მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |