www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოც-მედიის და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ზარაფხანა
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" აცხადებს ვაკანსიას სოც-მედიის და ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა, ქ. თბილისი.
კატეგორია: მარკეტინგი/კომუნიკაციები
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა 2-დან 3 წლამდე მუშაობის გამოცდილება სოც-მედია და ციფრული მარკეტინგის სფეროში;
** განათლება რელევანტურ სფეროში;
** ქართულისა და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** Facebook, Instagram, Linkedin - ის მართვის საფუძვლიანი უნარი;
** ქოფირაითინგის (Copywriting) საფუძვლიანი უნარი, როგორც ქართულად ასევე ინგლისურად;
** Facebook Analytics - საფუძვლიანი ცოდნა;
** Google Analytics - ზოგადი ცოდნა;
** SEO (სამძებრო სისტემების ოპტიმიზაცია) - ზოგადი ცოდნა;
** შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;
** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Linkedin);
** ყოველთვიური კონტენტ გეგმის შემუშავება კომუნიკაციების გუნდთან ერთად;
** შინაარსობრივი კამპანიების შედგენა;
** სარეკლამო განცხადებების დაწერა( Copywriting), როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე;
** პოსტების კოორდინირება, აუდიტორიის შერჩევა, ბიუჯეტის ოპტიმალურად გადანაწილება;
** სტრატეგიის შედგენა და განვითარება შესწავლილი ანალიტიკის მიხედვით;
** ყოველთვიურად დეტალური რეპორტის ჩაბარება;
** ახალი ტექნოლოგიების და აუდიტორული ტენდენციების მომენტალურად ათვისება;
** YouTube-ის მონიტორინგი და ვიდეოების ატვირთვა;
** იმეილ მარკეტინგის სტრატეგიის და გეგმის ყოველთვიურად შემუშავება;
** იმეილ მარკეტინგის მეშვეობით მუდმივი კომუნიკაციის დამყარება ზარაფხანას კლიენტურასთან;
** სოც-მედია მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები და ინბოქსი).

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:30-18:30

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მხოლოდ PDF- ფაილში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapxana.ge და გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე http://www.zx.ge

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |