www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით) თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური მომხმარებლის ინფორმირება ნოვას პროდუქტების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება სწორი არხებით და ინტენსივობით;
** მომხმარებლების მოთხოვნის შესწავლა პროდუქტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე;
** შეკვეთის მიღება და გაფორმება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა და მის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
** მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

თანამდებობისთვის საჭირო და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო და სარემონტო მასალების ცოდნა (სასურველია);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (მომხმარებლის დონეზე);
** გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დარწმუნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2021 წლის 25 ივნისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |