www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Full Stack დეველოპერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - Full Stack დეველოპერი.

სამუშაო ადგილი: თბილისის სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ-ზე ორიენტირებული პროექტების შექმნა და განვითარება;
** აპლიკაციების ფუნქციონირებიასთან და სისტემის არქიტექტურასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** აქტიური მონაწილეობის მიღება როგორც პროექტის ან/და მოდულების არქიტექტურის დაგეგმარებისას, ასევე კოდის განხილვის პროცესში.
** დეველოპმენტ სტანდარტების გამოყენებით კოდის წერა;
** დეველოპმენტ ციკლის დროს "სორს კონტროლის" ეფექტიანი გამოყენება;
** არსებული სტანდარტიზებული დეველოპმენტ მეთოდების შესაბამისად გუნდის ლიდერთან ერთად მუშაობა სხვა და სხვა პროექტებისა თუ API-ების განხორციელებაში;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** 3 + წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში
** .Net Core framework-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ASP.NET MVC -ის ცოდნა
** PostgreSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** სორს კონტროლ მუშაობის გამოცდილება (Git ან TFS).
** JavaScript, HTML, CSS მუშაობის გამოცდილება
** სასურველია Angular ფრეიმვორქთან მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პრობლემური და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა
** მუდმივად მზარდი და განვითარებადი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 25 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |