www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე როგორც ბრენდი, წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტის სახით. კონტეინერი ორიენტირებულია სწრაფ განვითარებასა და სავაჭრო ნიშნის პოპულარიზაციაზე, რაც ძირითადად განპირობებულია სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციის წარმოდგენით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
** ანაზღაურება: 700 ლარი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა 1-დან 2 წლამდე სოც. მედიისა და ვების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Facebook, Instagram, Linkedin-ის მართვის გამოცდილება;
** Facebook Analytics, Photoshop-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** კრეატიული წერითი უნარი, როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად და რუსულად;
** შემოქმედებითი და პროგრესული ხედვა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების და ვებ-ის მართვა (Facebook, Instagram, Linkdin);
** სარეკლამო განცხადებების შედგენა და ტექსტების დაწერა (Copywriting);
** სოციალური მედიაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების და აუდიტორიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** ყოველთვიური კონტენტ გეგმის შემუშავება გაყიდვების სამსახურთან კოორდინაციაში;
** სტრატეგიების შედგენა და განვითარება შესწავლილი ანალიტიკის მიხედვით;
** ყოველკვირეული რეპორტინგი;
** სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური და მრავალ ამოცანიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა;
** კარგი არავერბალური კომუნიკაციის უნარი (ტექსტი, სურათი და ვიდეო), copywriting;
** კარგი წერითი უნარი, მესიჯების კონსტრუირება, მოკლედ და კონკრეტულად შინაარსის გადმოცემის უნარი.
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (სოციალური მეცნიერებები, მარკეტინგი, კომუნიკაციები და სხვა).

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@doki.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 20 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |