www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაიწყე კარიერა თეგეტა თრაქ ენდ ბასში
მომწოდებელი: თეგეტა თრაქ ენდ ბასი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

დაიწყე კარიერა "თეგეტა თრაქ ენდ ბასში"!

ვაკანსიის კოდი: TGM0001140
ადგილმდებარეობა: ბათუმი
მოქმედების ვადა: 31.07.2021
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, სტუდენტი (დამამთავრებელი კურსი)

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ადაპტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

მართვის მოწმობა B კატეგორია

სამუშაოს აღწერა:

თეგეტა თრაქ ენდ ბასი აცხადებს კონკურსს გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და სერვისის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ თეგეტა აკადემიაში და გარანტირებულად დასაქმდეთ თეგეტა თრაქ ენდ ბასში.

თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.

სასწავლო პროცესის აღწერა:

** ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაიწყებენ პრაქტიკულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
** სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა თრაქ ენდ ბასის ბათუმის ფილიალში.

სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია თეგეტა თრაქ ენდ ბასის მიერ.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1140



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |