www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე, კონსულტანტი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

შპს "დაფნა" აცხადებს ვაკანსიას მოლარის და კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: ჯანსაღი და ორგანული ხილ-ბოსტნეულისა და საოჯახო პროდუქტების რეალიზაცია.

პირობები:

** ანაზღაურება: ხელფასი 900 ლარი + ბონუსი;
** სტაჟირების ვადა: 1-დან 5 დღემდე;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი , ნუცუბიძის 2 მკრ, 4 კვარტალი, შენობა 3ა.
** სამუშაო საათები: 09:00-დან 22:00-მდე.

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები.

მოთხოვნა: სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: daphna.2018dpn@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 522 100. სათაურის ველში "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |