www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: სასტუმრო BaZzar
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

სასტუმრო "ბაზარი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, ორბელიანის მოედანი
ანაზღაურება: 1300-1600 ლარი (ხელზე ასაღები), დამოკიდებულია გამოცდილებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო/ტექნიკური სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, გუნდური მუშაობის ორგანიზება, დელეგირება და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;
** სამუშაო პროცედურების, სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და აღსრულების ზედამხედველობა;
** სტუმრის ოთახებისა და საერთო სივრცეების პროფილაქტიკური მოვლის პროგრამის (თითოეული ოთახის/სივრცის მდგომარეობა, ტექნიკური ფუნქციონირება და უსაფრთხოება) დაგეგმვა, შემუშავება და აღსრულება;
** დეპარტამენტის საოპერაციო ბიუჯეტის მონიტორინგი და ხარჯების ეფექტური მართვა;
** მარაგების კონტროლი და საჭირო აღჭურვილობის შერჩევა-შესყიდვაში ჩართულობა;
** კონტრაქტორებთან და მომწოდებელთან კომუნიკაცია, სამუშაო პროცესისა და დროული დასრულების ზედამხედველობა;
** სტუმრის შენიშვნებზე/კითხვებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტისა და კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** მმართველ რგოლთან ანგარიშვალდებულება და მიმდინარე სამუშაოებზე ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: aleksandre.kilasonia@bazzarhotel.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |