www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

"ლიბერთი" - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერის (ექვაირინგის მიმართულებით) პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი, გორი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოსების და ელკომერციის მინდობილი პორტფელის მართვა
** პარტნიორებთან მიმდინარე მაჩვენებლების გაანალიზება და უპირატესობების წარმოჩენა
** პარტნიორ ორგანიზაციებში გადახდების სტიმულირება
** ახალი ორგანიზაციების მოძიება, პორტფელის და ჩატარებული ოპერაციების რაოდენობის ზრდის მიზნით
** პარტნიორ ობიექტებში გაყიდვის წერტილების (პოსების) ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი და ხარვეზების მოგვარება
** მჭიდრო კომუნიკაცია გუნდის და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური განხრით - შესაძლოა სტუდენტის კანდიდატურის განხილვაც);
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ექვაირინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ( სასურველია).

უნარები:

** გაყიდვების მიმართულებით პროაქტიული ქმედებების დაგეგმვის და განხორციელების უნარი;
** ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის უნარი;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის და ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ლიბერთი ბანკისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ლიბერთი ბანკს" (ვებგვერდზე https://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ლიბერთი ბანკში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |