www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს 3 თვიან სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში შემდგომი დასაქმებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე 10 კმ (ისთ ფოინთის გვერდით)
ანაზღაურება: 1 თვე ანაზღაურების გარეშე, შემდგომი 2 თვე 300 ლარი ხელზე ასაღები.

ადამიანური რესურსების სფეროში განვითარების სურვილის შემთხვევაში, სტაჟირების პერიოდში მოხდება პროცესებში უშუალო ჩართულობა და მრავალმხრივი გამოცდილების შეძენა.

გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ და მეგობრული გუნდის წევრობას.

მოთხოვნები:

** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** განათლება უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპებზე ჩატარდება ტესტირება!

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელფოსტაზე: hr.sante@ge.lactalis.com და ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |