www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოფლის ტურიზმის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელკანა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" აცხადებს ვაკანსიას სოფლის ტურიზმის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ხშირი გასვლები საქართველოს რეგიონებში
ვაკანსიის ხანგრძლივობა: 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისამდე

ზოგადი ინფორმაცია

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წლის ოქტომბერში დაარსდა. "ელკანას" მიზანია საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა მდგრადი ბიომეურნეობის განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვით-აქტივობის გაზრდის გზით. 2006 წლიდან "ელკანა" მუშაობს სოფლის ტურიზმის განვითარების საკითხებზე. აქვს შემუშავებული ორგანიზაციის შიდა სტანდარტი საოჯახო სასტუმროებისა და აგროტურისტული მეურნეობებისათვის, რომლის საფუძველზეც შექმნილია "ელკანას" სოფლის ტურიზმის ქსელი.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" სოფლის ტურიზმის ქსელში გაწევრიანებულია 200 - მდე საოჯახო სასტუმრო სახლი და აგროტურისტული მეურნეობა, საქართველოს 8 რეგიონში, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ კომფორტულ განთავსებას, ადგილობრივ პროდუქტებს, ხარისხიან ღვინოს და შესაძლებლობას გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.

ყველა საოჯახო სასტუმრო შეესაბამება "ელკანას" "საოჯახო სასტუმრო სახლის სტანდარტს", რომელიც განსაზღვრავს მომსახურების პრინციპებსა და ობიექტის კატეგორიებს. "სოფლის ტურიზმის ქსელის" წევრებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და შიდა ინსპექცია, რაც უზრუნველყოფს მომსახურების შესაბამის ხარისხს.

დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:

** სოფლის ტურიზმის ქსელის მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება (ახალი ობიექტების მოძიება, ინსპექტირების ჩატარება, ფოტო მასალის მომზადება, ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება);
** სოფლის ტურიზმის ქსელის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება და პერიოდულად მისი განახლება (ობიექტის პროფილის შექმნა, აღწერილობის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე, ფოტო მასალის შერჩევა);
** სოფლის ტურიზმის ქსელის წევრებთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია და მათი საჭიროებების კვლევა;
** ვიზიტები რეგიონებში ქსელის წევრებთან ან ახალი ობიექტების მოძიების მიზნით (ობიექტის გაწევრიანება, ინსპექტირების ჩატარება, ფოტო გადაღება, ანგარიშის მომზადება, ობიექტის შეფასების შეკრებაში მონაწილეობის მიღება ა.შ);
** ასოციაცია "ელკანას" აგროტურისტულ მეურნეობაში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა პარტნიორებთან შეხვედრისა და ტურისტების მიღების მიზნით (საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვა/მოგვარება, ადგილობრივ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, ადგილზე შეხვედრაში მონაწილეობა);
** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების მომზადება (დაგეგმვა, ორგანიზება და გაყიდვა);
** ტურის განხორციელების შემთხვევაში, ჩართულ ობიექტებთან კომუნიკაცია, გიდის, ტრანსპორტის, კვების ობიექტების და განთავსების ობიექტების შერჩევა, ფასისა და პირობების შეთანხმება, შესაბამისი ინსტრუქციით უზრუნველყოფა, მათთან ხელშეკრულებების მომზადება;
** სხვადასხვა საინფორმაციო ტურებისა ან/და ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** სოფლის ტურიზმის ფეისბუქის გვერდის მართვა (ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლეების, დაგეგმილი აქტივობების, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება);
** ყოველთვიური გეგმისა და ანგარიშის მომზადება; 6-თვიანი ანგარიშის მომზადება.
** ორგანიზაციის საერთო საქმიანობებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების/ტურიზმის/გაყიდვების დარგში)
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office: MS. Word, MS. Excel. Ms. Power point, Ms. Outlook)
** სასურველია Adobe Photoshop-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** სასურველია საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის ცოდნა
** სასურველია ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის, მართვისა და გადახდის სისტემების ცოდნა
** აუცილებელია მართვის მოწმობის ფლობა და ავტომობილის მართვის პრაქტიკული ცოდნა

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალების მიმართ ყურადღება
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დროის მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები: სრული საშტატო ერთეული. ანაზღაურება შეთანხმებით. შერჩეული კანდიდატი გაივლის ორთვიან გამოსაცდელ პერიოდს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ruraltourism.coordinator@elkana.org.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეული კანდიდატებს.

განაცხადის მიღების ვადა: 2022 წლის 31 იანვარი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |